მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გრძელდება

5db6b9f51ac9a
თელარა გელანტია
28.10.19 13:49
1580
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებაში რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება.

„რეორგანიზაციის პროცესი გრძელდება; ახლა უკვე სსიპ-ების და დეპარტამენტების დონეზე და კომისიური წესით მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა bm.ge-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

არსებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროდან 80-მდე ადამიანი გათავისუფლდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, "51 ადამიანია ისეთი, რომელსაც ნაწილობრივ არ გაეწია რეკომედაცია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებაზე, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომელთა პოზიციაც გაუქმდა და უარი თქვეს შეთავაზებულ ალეტრანტიულ პოზიციაზე".