26.იანვარი .2021 13:14

ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის 42% ამბობს, რომ ვაქცინებს უნდობლობას უცხადებს

ეკატერინე ტიკარაძე: მოსახლეობის 42% ამბობს, რომ ვაქცინებს უნდობლობას უცხადებს
views 634
უკან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მისი უწყების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 42% ვაქცინას უნდობლობას უცხადებს. მინისტრი ამბობს, რომ ამ მაჩვენებლის შესამცირებლად სამინისტრო აქტიურად იმუშავებს. 

"ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ, რომ დაახლოებით, 42% არის ამ ადამიანების, ვინც უნდობლობას უცხადებს ვაქცინებს. მიმდინარეობს შესაბამისი მუშაობა; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ვაქცინის პოპულარიზაცია. ასევე მიმანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან სანდოობის გარანტი უნდა იყოს ის, რომ ვენდობით WHO-ს და მის მიერ დამტკიცებულ სანდო ვაქცინას და შესაბამისად, ქვეყანაში არ შემოვა არცერთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება", - აცხადებს ტიკარაძე. 

გუშინ ცნობილი გახდა NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც,მოსახლეობის 41% ვაქცინაციაზე უარს აცხადებს, 41% თანახმაა. 17% ამბობს, რომ არ იცის, აიცრება თუ - არა. 

დეკემბერში ვაქცინაციაზე შეკითხვას დადებითი პასუხი რესპონდენტების 41%-მა გასცა, მაშინ როცა ივნისში ვაქცინაციაზე თანახმა მხოლოდ 38% იყო. Covid-19-ის აცრის გაკეთების წინააღმდეგია რესპონდენტების 41%, მაშინ როცა ივნისში 46% იყო უარზე. 

ამასთან, გაზრდილია იმ მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი, რომელმაც არ იცის, covid-19-ზე აიცრება თუ - არა: ივნისში 15% იყო, დეკემბერში კი - 17%. 

NDI-ის კვლევის მიგნებების მიხედვით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე - ქალები. ასევე, მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა