მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: "ფაიზერთან" პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს

604f5b8db9317
ინგა მურუსიძე
15.03.21 17:11
390
საქართველო 22 მარტის კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდება. როგორც ცნობილია, ქვეყანაში 30 ათასამდე ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის" საშუალებით შემოვა და ის კვლავ მედიკოსებზე იქნება გათვლილი, თუმცა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ „ფაიზერთან“ სახელმწიფოს პირდაპირი კომუნიკაციაც აქვს.

“ფაიზერთან“ უკვე პირდაპირ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ანუ კოვაქს-პლატფორმის მიღმა უკვე გვაქვს საუბარი „ფაიზერთან“, რათა საქართველოს დოზების გარკვეული რაოდენობა მოაწოდოს“, - განაცხადა ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ქვეყანას მოლაპარაკებები აქვს ვაქცინების მწარმოებელ სხვა კომპანიებთანაც, მათ შორის „ასტრაზენეკასთან“, „ჯონსონ და ჯონსონთან“, „სინოვაკთან“, „მოდერნასთან“ და ა.შ. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში მოლაპარაკების დეტალებზე არ საუბრობენ.