მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: "კომენდანტის საათის" მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს

60951333ccdb9
ინგა მურუსიძე
07.05.21 14:11
5174
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" მოხსნის რესურსი არ არსებობს.

"კომენდანტის საათის" მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი გვექნება და აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მოქალაქეების უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, მობილობის შემცირება", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოში 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა არის დაწესებული.