მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძე: სერგეენკომ ააღორძინა ჯანდაცვის სისტემა

5eedcb59bd60a
თელარა გელანტია
20.06.20 14:30
2596
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, მისმა წინამორბედმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემა ააღორძინა. Bm.ge-მ მოქმედ მინისტრს თავისი წინამორბედთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- 1 წელია, რაც ჯანდაცვის მინისტრი ხართ. რამდენად ეფექტიანად იხარჯებოდა თქვენამდე ბიუჯეტის ფული ჯანდაცვის სისტემაში და რამდენად კარგი მმართველი იყო დავით სერგეენკო?

- ვთვლი, რომ ეს არის საკმაოდ არაკორექტული კითხვა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე და ბატონი დავით სერგეენკო ვართ მეგობრებიც და აქედან გამომდინარე, მეგობრის შეფასება შეიძლება არ იყოს სწორი.

- ორივეს სახელმწიფ ბიუჯეტის ფული გებარათ... გაბარიათ, ამიტომ გკითხეთ...

- რადგან მეგობრები ვართ, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიყო მიკერძოებული, ამ შემთხვევაში... ბატონ დავითს ჯანდაცვის სისტემა დახვდა საკმაოდ რთულ მდგმარეობაში; სწორედ აქედან გამომდინარე, იმ ეტაპზე მის მიერ და მის მოცემულობაში გადადგმული ნაბიჯები იყო სრულიად სწორი. ვინაიდან ჯანდაცვის სისტემას სჭირდებოდა მაშინ სხვა კუთხის აღორძინება და მან ეს შეძლო ძალიან წარმატებულად; ამას რიცხვები მიუთითებენ, თუ რამდენმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო სარგებელი საყოველთაო ჯანდაცვიდან.

- თუმცა ხარჯები გაექცა... საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას განსაზღვრული ფული თითქმის არცერთ წელს ჰყოფნიდა და დამატება ხდებოდა საჭირო...

- უკვე ჩემი ამოცანა არის, რომ ეს სისტემა, რომელიც ბატონმა დავით სეგეენკომ ააღორძინა, მოვაქციო ისეთი მართვის პირობებში, როდესაც ჩვენთვის მეტი აქცენტი გაკეთდება ეფექტურობაზე და ხარისხზე.

- და მაინც, რამდენად ეფექტიანად იხარჯებოდა ბიუჯეტის ფული?

- საჭიროდ იხარჯებოდა მაშინ. მაშინ იყო სხვა საჭიროებები და დღეს არის სხვა საჭიროებები.

- როგორ ფიქრობთ, 520-ე დაგენილება და სხვა რეგულაციები, რომელსაც გეგმავთ, დაგეხმარებათ იმაში, რომ პროგრამას გადახარჯვა არ ჰქონდეს?

- 520-ე ადგენილება და ის DRG სისტემა, რომელიც რამდენიმე თვეში მოვა სრულყოფაში, ნამდვილად დაგვეხმარება იმაში, რომ გადახარჯვა ბიუჯეტში არ იყოს. ბიუჯეტის მეტად მიზნობრივი ხარჯვა იქნება და ჩვენ დავიწყებთ, ასევე, ხარისხის კონტროლსაც, რათა სწორი პასუხები გვქონდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის თუ სად და როგორ იხარჯება ბიუჯეტის თანხა და რამდენად სწორად ხმარდება ის ჯანდაცვის საჭიროებებს.