"ჯანდაცვის სისტემის სრულფასოვნად მოქმედებისთვის საჭიროა რამდენიმე წელი და ხარისხიან ჯანდაცვას 6 თვეში ვერ ავაშენებდით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც covid-ის პანდემიიდან დღემდე ჯანდაცვის სისტემის მომზადების ხარისხს შეეხებოდა. საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს covid-კრიტიკული პაციენტების აჭარიდან საქართველოს სხვა ქალაქებში გადაყვანას.
მინისტრი ირწმუნება, რომ "ის ყველაფერი, რაც გასულ 6 თვეში უნდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია".
„covid-პაციენტების სხვადასხვა ლოკაციაზე გადაყვანა საკმაოდ ხანგრძლივი პრაქტიკაა, რომელიც ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ჯანდაცვის სისტემის სრული რეორგანიზაცია და მისი სისტემაში მოყვანა 6 თვეში არ ხდება, ამას წლები სჭირდება.
პაციენტები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ბათუმში, არ ტოვებენ აჭარის რეგიონს იმის გამო, რომ მათ ბათუმში ყურადღებას არ აქცევენ ან მათი სიკვდილობა არის მაღალი, რადგან იქ ცუდი სპეციალისტები არიან, თუმცა გარკვეული სერვისები, დღესდღეობით, ლოკალიზებულია თბილისში და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია ზოგიერთი პაციენტის დედაქალაქში გადმოყვანა. იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ სრულფასოვნად იმოქმედოს, საჭიროა, რამდენიმე წელი და ხარისხიან ჯანდაცვას 6 თვეში ვერ ავაშენებდით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?