მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძემ ბუსტერ–დოზის ვადებზე ბრძანება გამოსცა

61c752fa83f50
დავით ჯალაღონია
25.12.21 21:13
1028
ჯანდაცვის მოქმედმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ–დოზის გაკეთების ვადებზე ბრძანება გამოსცა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, თუ აცრის პირველი კურსის დასრულების შემდეგ სამი თვე გავიდა, ბუსტერ–დოზით ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება. 

"COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 04/02/2021; 470230000.22.035.016839) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №5​1 დანართის (COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა", – წერია ბრძანებაში.

შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრის პოსტს ტოვებს, თუმცა თვის ბოლომდე მოვალეობას ასრულებს.