მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძემ პოსტი წლის ბოლოს უნდა დატოვოს, დღეს კი ანგარიშს წარადგენს

61c76610b8d9b
თელარა გელანტია
26.12.21 09:30
546
ეკატერინე ტიკარაძე დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში“ 11:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლა 9 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა და იქვე თქვა, რომ მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო მიზეზი covid-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭება იყო, რასაც ჯანდაცვის უწყების პირველი პირი არ ეთანხმებოდა.

უცნობია, დაესწრება თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები.

ამ დრომდე უცნობია, ვის წარადგენს პრემიერი ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე.