მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძემ საჩხერის კლინიკის მენეჯერი ჯანდაცვის სამინისტროში გადმოიყვანა

5df8bca1f0236
თელარა გელანტია
17.12.19 15:30
5251
საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი თამარ მელიქიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინიშნა.

როგორც bm.ge-ისთვის გახდა ცნობილი, თამარ მელიქიძე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის მოვალეობას, ფაქტობრივად, უკვე ასრულებს.

ინფორმაციის გადამოწმებას ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურშიც შევეცადეთ, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტზე საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის ოფიციალურად დანიშვნა არ დაგვიდასტურეს.

„თამარ მელიქიძე ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, ვინც შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოში დაინიშნოს“, - განმარტეს ეკატერინე ტიკარაძის უწყების პრეს-სამსახურში.

მოგვიანებით bm.ge თამარ მელიქიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც მოკლედ ტექსტური შეტყობინებით მოგვწერა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის მოადგილის საქმიანობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის იანვრიდან შეუდგება ოფიციალურად.

მისივე თქმით, საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერის პოსტს, უკვე აღარ იკავებს.

ცნობისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურია. Bm.ge-მ სააგენტოს ვებ-გვერდზე აღმოაჩინა, რომ თამარ მელიქიძე დირექტორის მოადგილედ უკვე ოფიციალურადაც ასახულია.