მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძის უწყება 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს

5dfa1dcff2c33
ინგა მურუსიძე
18.12.19 16:50
1526
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვერ ხედავს ვერანაირ წინააღმდეგობას იმაში, რომ ჯანდაცვის რეფორმებზე მსჯელობა გადავიდეს პარლამენტის ფორმატში, თუმცა იმ დათქმით, რომ 520-ე დადგენილებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

ასე პასუხობს ტიკარაძე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის ინიციატივას, რომელიც აყენებს ინიციატივას, რომ 520-ე დადგენილებაზე მსჯელობა პარლამენტის ფორმატში გადავიდეს.

„ჩემთვის მისაღები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის ფორმატი, სადაც რეფორმას არ შეეხება არანაირი საფრთხე და ის განხორციელდება იმ ვადებში, რა ვადებიც საჭირო არის მოსახლეობისთვის და ჯანდაცვის სფეროსთვის. ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს შემდეგ 6-9 თვეში, რომ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში მოვახდინოთ რეფორმის სტაბილიზაცია და მოდიფიცირება იმ ხარვეხების, რაც რეფორმის მსვლელობის დროს წარმოიშობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა სამინისტრომ რაიმე დათმობები განიხილოს, მინისტრი პასუხობს, რომ „ამ ეტაპზე საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ შემდგომი დათმობები განვიხილოთ“.

„ნებისმიერი დათმობა სამინისტროს მხრიდან იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს იქნება პაციენტისთვის საჭირო გასაწევი სერვისის გათვალისწინება“, - განაცხადა ტიკარაძემ.