მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკოლოგიის მხრივ რუსთავში ყველაზე დიდი გამოწვევები გვაქვს - ლევან დავითაშვილი

60bb5ef952730
BM.GE
05.06.21 15:32
823
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ავსტრიის ელჩთან, თომას მიულმანთან ერთად, კრწანისის ტყე-პარკში, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,ბუნების სტუმარი" დაესწრო.

მინისტრი აღნიშმავს, რომ გარემოსდაცვითი მიმართულება არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტი საქართველოს ევროპასთან ასოცირების დღის წესრიგის ნაწილში. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის ღირსეული კანდიდატი ქვეყანა გახდეს, არის გარემოსდაცვითი სწორი პოლიტიკის გატარება.

"ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ასოცირებით განსაზღვრული კომპლექსური დღის წესრიგი, რომელიც ითვალისწინებს ზრუნვას გარემოს სხვადასხვა მიმართულებაზე. უნდა აღინიშნოს დაცული ტერიტორიების გაფართოება, რომელიც გასულ წელს რეკორდული მასშტაბით, 200 ათას ჰექტარზე მეტით განხორციელდა და ქვეყნის მთელი ტერიტორიის 12 პროცენტს ფარავს; ახალი სატყეო რეფორმა; დონორების მხარდაჭერით, მოვახდენთ ტყის მეურნეობის და ეკოლოგიის უკეთესად მართვას, ასევე, ეკონომიკური პოტენციალის სწორად გამოყენებას. ჰაერზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით კრწანისის ტყეპარკში, თბილისსა და რუსთავს შორის. რუსთავში ყველაზე დიდი გამოწვევები გვაქვს. მივიღეთ ახალი კანონმდებლობა, რომელიც უკვე ძალაში შევიდა და წლის ბოლომდე, მსხვილი სამრეწველო საწარმოები ახალი ტექნოლოგიების დანერგვით და მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ამ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას გამოასწორებს.

ასევე მნიშვნელოვანია ურბანული გამწვანების საკითხები, რაზეც თბილისის მერია მუშაობს ძალიან აქტიურად. ბოლო წლების განმავლობაში თბილისში, გამწვანების მიმართულებით, მართლაც დიდი პროგრესი გვაქვს. ეს არის კომპლექსური ნაწილი რაც უკავშირდება თბილისის ჰაერის მართვას, რომელიც მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა. ვხედავთ როგორ შეიცვალა სატრანსპორტო და გამწვანების პოლიტიკა, რომელიც ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ასეთივე გეგმა მთავრობამ, გასულ წელს, დაამტკიცა ქალაქ რუსთავისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას შვედეთის მთავრობასთან. გვექნება დაფინანსება, რომ გაკეთდეს რუსთავის მტკვრის ჭალის ეკოსისტემის სრული შეფასება, დაგეგმვა, იმისთვის, რომ რუსთავის გამწვანება გეგმაზომიერად მოხდეს”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.