14.იანვარი .2021 15:44

„ეკონომ კლასის სასტუმროები მუშაობის ჩვეულ რიტმს უფრო სწრაფად დაუბუნდებიან“ - Cushman&Wakefield

„ეკონომ კლასის სასტუმროები მუშაობის ჩვეულ რიტმს უფრო სწრაფად დაუბუნდებიან“ - Cushman&Wakefield
views 297
უკან

Cushman & Wakefield Georgia-ს პუბლიკაციის What’s Next-ის მიხედვით, ტურიზმის სრულად აღდგენა 2023 წელზე ადრე მოსალოდნელი არ არის, ხოლო სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირკავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან.

„სხვადასხვა კვლევების თანახმად, ეკონომ კლასის სასტუმროები გაცილებით სწრაფად დაუბუნდებიან მუშაობის ჩვეულ რიტმს, ვიდრე საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

საკონსულტაციო კომპანიაში ზუსტად ვერ პროგნოზირებენ, როგორ და რა ტემპით გაიხსნებიან სასტუმროები დედაქალაქში: „იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სექტორის საქმიანობა ნაკლებად გამჭვირვალეა, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რამდენი სასტუმრო განაახლებს მუშაობას თბილისში ტურიზმის აღდგენისთანავე”.

2021 წლის პროგნოზებზე მსჯელობისას Cushman & Wakefield Georgia-ში აღნიშნავენ, რომ როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში, სასტუმრო სექტორს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებთან ადაპტირება მოუწევს.

„მომსახურე პერსონალთან კონტაქტების შემცირება და მათი ჩანაცვლება მაღალტექნოლოგიური ელემენტებით მომავალი ტურისტებისთვის პრიორიტეტი გახდება. აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საოპერაციო ხარჯების ზრდას გამოიწვევს”, - წერია მიმოხილვაში.

Cushman & Wakefield Georgia-ს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს, 25 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა იყო დაგეგმილი, რომელთაგან - 6 - 2020 წელს უნდა გახსნილიყო, 5 კი- 2021 წელს.

„ჩვენი ვარაუდით, დაგეგმილი პროექტები საერთაშორისო ტურიზმის აღდგენამდე შეყოვნდება“, - ნათქვამია საკონსულტაციო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა