მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა-ბიზნესთან დაკავშირებული ინიციატივები, რაზეც პარლამენტი წელს იმუშავებს

5e3801813c1a1
ინგა მურუსიძე
03.02.20 15:16
863
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თებერვლის ბოლომდე გაიმართება საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც საზოგადოებას გაეცნობა ის ინიციატივები, რაზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმუშავებს.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოლაპარაკებები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც ეხება კერძო სექტორის განვითარებას, ასევე ეხება  ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს. მათ შორის გამოვყოფდი საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ეხება აკვაკულტურის წარმოებას, რაც წარმოებას და ბიზნესს შეუწყობს ხელს; ასევე ვაპირებთ ვიმუშაოთ აგროტურიზმის სფეროში კანონმდებლობის დახვეწაზე, რათა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი პოტენციალის გამოყენებას და ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ წელსვე ვაპირებთ ვიმუშაოთ კონკურენციის შესახებ კანონის გაუმჯობესებაზე, ასევე ვაპირებთ განვიხილოთ აზარტული თამაშების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები; უმრავლესობას ძალიან საინტერესო ინიციატივები აქვს მომზადებული. კომიტეტებს ვთხოვ, აქტიურად შეუდგნენ მუშაობას ამაზე. თვითმმართველობის კომიტეტს აქვს მუშაობა დაწყებული უსახლკარო თანამოქალაქეთა საცხოვრისებთან დაკავშირებით, ამას ჩვენ ფუნდამენტურად შევისწავლით და გვექნება კონკრეტული შეთავაზებები, თუ რისი გაკეთება შეგვეძლება. ასევე საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე ვიმუშავებთ, აქაც სერიოზული ცვლილებების ინიცირება იგეგმება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.