მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკა მონოპოლიზებულია, თითქმის ყველა დარგში კლანებია - აკაკი ცომაია ინფლაციის მიზეზებზე

6133bc232edf5
BM.GE
04.09.21 22:25
1158
ეკონომიკური კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკაკი ცომაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მიზეზებს განმარტავს, რომელიც აგვისტოს მონაცემებით, 12.8%-ია. საქართველოს და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ მაღალი ინფლაციის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვა არ არის:

“მხვდება პოსტები, რომ მაღალი ინფლაციის მიზეზი სებ-ის ფულის ბეჭდვაა, რადგან თურმე ფულის მასა გაზრდილა. არც დაბეჭდა და არც თვითმფრინავიდან ჩამოყარა. უფრო მეტიც, პოლიტიკის შერბილება ლოქდაუნის დროსაც ვერ გარისკა ინფლაციის მოლოდინის შიშით და პირიქით, ამკაცრებს და ამკაცრებს. ვისაც იპოთეკური სესხი გაქვთ, ხომ ატყობთ ჯიბეზე. ფულის მასის ზრდა კი სებ-სგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება და ისეთივე წონაა აქვს ამ ფაქტს, როგორც უსარგებლო კორელაციებს, რომლიდანაც დასკვნების გამოტანა არ შეიძლება. ამაზე თავად სებ-მა ილაპარაკოს. მისი ვალდებულებაა საზოგადოებასთან კომუნკაცია. მე სხვა რამე მაინტერესებს. მართლა ფიქრობთ, რომ ლარის ნაცვლად ეხლა დოლარს, ევროს ან ორივეს რომ ვიყენებდეთ ინფლაცია არ გვექნებოდა? პირიქით, შეიძლება მეტიც ყოფილიყო.

- რატომ გამორიცხავთ იმ ფაქტს რომ მთავრობა აქტიურად ხარჯავს საგარეო ვალს

-რატომ არ უშვებთ, რომ მაღალი კორუფციის გამო მთავრობის კაპიტალური დანახარჯების გარკვეული ნაწილი სასაქონლო ბაზარზეც ხვდება

- რატომ ვერ ხედავთ რომ ეკონომიკა ფაქტობრივად მონოპოლიზებულია. თითქმის ყველა დარგში გავლენები და კლანებია

- რატომ ვერ ხედავთ, რომ ნედლეულზე ფასები იზრდება საერთაშორისო ბაზარზე და განსაკუთრებით, ნავთობზე.

- რატომ ვერ ამჩნევთ რომ ჩვენი ნედლეულის ექსპორტი იზრდება. მათ შორის ხორცის, ხილის. თუ ფიქრობთ, რომ ეს ფაქტი არ ზრდის ფასებს

- რატომ ვერ ხედავთ რომ ფასების გაზრდას ენერგომატარებლებზე ერთი მხრივ, პირდაპირი ეფექტი ეფექტი აქვს. დიდი დოზით ზრდის ფასების დონეს ერთჯერადად და მეორე მხრივ, ჯაჭვური ეფექტი აქვს, რადგან ზრდის სხვა საქონლის ხარჯებს

- რატომ ვერ ხედავთ, რომ ტრანსპორტის შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით წარმოშობს ლოჯისტიკის პრობლემებს და ეს აძვირებს პროდუქციას.

კიდევ ბევრ მიზეზს დავასახელებ, მაგრამ შეთქმულების თეორიების უფრო მეტად გვჯერა. მთავარია ირწმუნო რომ სებ-ი ბეჭდავს. არ ვარ სებ-ს ადვოკატი და არის თემები, რაშიც სებ-ს არ ვეთანხმები. თუმცა, როგორ ვიყო ჩუმად ამ სფეროს ცოდნის პრეტენზიის მქონეს და არ გავცე პასუხი მათ ვისაც სჯერა რომ სებ-მა ფული დაბეჭდა. ან ვისაც სჯერა, რომ ინფლაცია არ გვექნებოდა, ჩვენი ფული ახლა დოლარი რომ იყოს ლარის ნაცლად”,- აცხადებს აკაკი ცომაია.