მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ეკონომიკა წელს 4.3% - 4.7%-ის ფარგლებში გაიზრდება“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე

60a283b25c2cb
მარიამ იზორია
17.05.21 18:48
892
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მედიასთან საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პროგნოზებზე ისაუბრა.

„ეკონიმიკის აღდგენის პროცესი მარტში საკმაოდ დადებითი იყო, მოლოდინი გვაქვს, რომ აპრილი უკეთესი იქნება, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო სექტორი ეკონომიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება მოგებიანობას, უკეთესს ვისურვებდით”,– აცხადებს ბანკირი.

მისივე შეფასებით, გასული მძიმე წლის მიუხედავად 2021 წელს ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ.

"2020 წლის გამოწვევების მიუხედავად, 2021 წლის პირველი კვარტალი მთლიანად სექტორმა შედარებით მოგებიანად დაასრულა. ვფიქრობ, ეკონომიკის ზრდასთან ერთად სექტორი, მოგების გაზრდასაც შეძლებს, რაც ნიშნავს, რომ ბანკებს მეტი სესხის გაცემის საშუალება ექნებათ, ვფიქრობთ, რომ 2021 წელს საქართველოში ეკონომიკა 4.3-4.7%-ის ფარგლებში გაიზრდება“ - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილსაც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით დადებითი მოლოდინები აქვს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედოს და ზრდის მიმართულებით შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებმა ქვეყანას ზრდის პროგნოზი შეუმცირეს.