მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკას ვხსნით... სახელმწიფოს ვაქცინაცია დაწყებული უნდა ჰქონდეს“ - დეპუტატი

603e0c89b44a1
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.21 14:11
1004
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ხელისუფლებას ვაქცინაციის აქტიურ ფაზაზე გადასვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან პარლამენტის საგაზაფხულო პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტისგანაც მათ მიიღეს დაპირება, რომ ვაქცინა ქვეყანაში მალე ჩამოვა.

„ვაქცინაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ვისურვებდი, რომ უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდეს ჩვენი ხელისუფლება. გასაგებია, რომ კოვაქს პლატფორმაზე არის ხარვეზები, გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ ვაქცინა უნდა შემოვიდეს დროულად. ჩვენ ეკონომიკას ვხსნით და, პარალელურად, სახელმწიფოს ვაქცინაცია უნდა ჰქონდეს დაწყებული“, - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის: საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ბოლო ინფორმაციით, პროცესი მარტის ბოლომდე დაიწყება.