პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ განახლებული შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაცია 2021 წლის მეორე კვარტალში 13.9%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის. ასეთ მაღალ აღდგენის დინამიკას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ძირითადად ექსპორტის მიმართულებით არსებულ დადებით მაჩვენებლებს და ტურიზმის აღდგენას უკავშირებს. ორგანიზაცია ტურიზმთან დაკავშირებით აკეთებს პროგნოზს, რომ ის 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4-ჯერ გაიზრდება. თუმცა, ფაქტობრივად გამოქვეყნებული მაჩვენებლები აჩვენებენ, რომ ტურიზმის აღდგენა არა ვიზიტორთა ნაკადის 4-ჯერ ზრდით, არამედ მხოლოდ 145%-იანი ზრდით ხდება (აპრილში ვიზიტორთა რაოდენობა 83,000 იყო და ტურიზმის ზრდამ 145% შეადგინა).
ჯერჯერობით მეორე კვარტლის არცერთი თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა. საქსტატი აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის ანგარიშს 28 მაისს გამოაქვეყნებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით:
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2021 წლის II კვარტალში რეალური მშპის ზრდის ტემპი დადებითი იქნება და 13.9% დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ რეალური მშპ-ს აღნიშნული სიდიდე 1.2%-ით ჩამორჩება 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელს. მშპ-ის მოსალოდნელი ზრდა განპირობებულია 2020 წლის II კვარტალში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მაღალი კლების გამო არსებული ე.წ. საბაზისო ეფექტით და შეზღუდვების შემსუბუქება/გაუქმების ფონზე, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ზრდით. ვაქცინაციის პროცესის და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შერბილების/გაუქმების პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის ტემპის გამოცოცხლებაც.
აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო