22.ნოემბერი .2021 11:32

„ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“ - პრემიერი

„ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“ - პრემიერი
views 490
უკან

„ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 2022 წლის იანვარში ისტორიულ მაჩვენებელზე იქნება.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან დამაიმედებელია. ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 65 მლრდ ლარი იქნება და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. თითოეულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს 5 500 დოლარი იქნება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9 თვის განმავლობაში 11%-ს შეადგენს, რაც რეგიონის და ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ზრდაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონის და ევროპის ქვეყნების მასშტაბით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა