24.ივნისი .2022 17:40

ეკონომიკის აღდგენის დინამიკა - "თიბისი კაპიტალის" კვლევა

ეკონომიკის აღდგენის დინამიკა - "თიბისი კაპიტალის" კვლევა
views 635
უკან

2022 წლის 1-21 ივნისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ დაიკლო და 2021 წელთან შედარებით -14% შეადგინა. 1- 17 ივნისის პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა შენელდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%- ს უტოლდება. ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, 1-18 ივნისის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვა სტაბილურ ნიშნულზეა და 36%-ით აჭარბებს 2021 წლის დონეს. სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა შენელდა და 7%- ს შეადგენს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვის ზრდა გაუმჯობესდა და 24% შეადგინა 2019 წელთან შედარებით 59% წ/წ). რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯების ზრდა სტაბილურია და 134%-ს გაუტოლდა 2019 წელთან შედარებით +80% წ/წ).

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა კი გაუმჯობესდა და 35%- ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს. ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვის ზრდამ მცირედით დაიკლო და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%- ს გაუტოლდა. კვლევის მიხედვით, ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვა სტაბილურია და 37% შეადგინა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

დოკუმენტის მიხედვით, ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და 12%-ით აჭარბებს 2021 წლის დონეს სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო ხარჯვა მზარდია და 2021 წელთან შედარებით 8% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა