მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფია, ვიდრე ნავარაუდები გვქონდა - მინისტრი

62c2d21e59ea3
ვიქტორია მღებრიშვილი
04.07.22 15:44
794
საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეფასებით, 5 თვის ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობას ბიუჯეტის შედგენისას 2021 წლის ბოლოს, 2022 წლის დასაწყისში ჰქონდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მთავრობა სექტემბრისთვის პროგნოზირებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს გადახედავს, მანამდე კი ეკონომიკის სხვადასხვა დარგში არსებულ ტენდენციებს დააკვირდება.

„მაისში ეკონომიკური ზრდა 11.6% იყო, ხოლო 5 თვის - 11.2%-ია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ პოზიტიურ მოლოდინებთან შედარებითაც კი, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვქონდა.

საქართველოს მთვარობას წარდგენილი ბიუჯეტის მიხედვით, წლიურად 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ნავარაუდები, ეს იმ პირობებში იყო, როდესაც ჯერ არ იყო ის გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ჩვენ რეგიონში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შეიქმნა. ამან ჩვენი გეგმები გარკვეულწილად შეცვალა. პირველი 5 თვის მონაცემებით, ეკონომიკის აღდგენის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნავარაუდები გვქონდა.

შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენს პროგნოზებს მოგვიანებით შეიძლება გადავხედოთ, როდესაც ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი გვექნება. სავარაუდოდ, ეს სექტემბერში მოხდება. მანამდე ეკონომიკის განვითარების ტემპს სექტორულად ვაკვირდებით, ვეცნობით სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზებსაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.