ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ეკონომიკის გადახურების ნიშნებს ვერ ხედავს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ხუციშვილმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რამაც მიმდინარე წელს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა გამოიწვია.
“ეკონომიკურ აქტივობას რაც შეეხება, იცით, რომ გასული წლიდან მოყოლებული საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. მიმდინარე წელს გვაქვს 11.2%-იანი ზრდა. ეს ძირითადად გამოწვეული იყო აღდგენის იმ პროცესით, რაც 2020 წლის ვარდნას მოჰყვა. შესაბამისად, ამ ნაწილში საბაზისო ეფექტი საკმაოდ მაღალი იყო. თუ შევადარებთ 2019 წელს, დაახლოებით, 3%-ზე ოდნავ მეტი არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა. აქედან გამომდინარე, ეს ზრდა მხოლოდ საბაზისო ეფექტით არ არის გამოწვეული.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ზრდა რამდენიმე ფაქტორით მათ შორის გაზრდილი მოთხოვნით არის გამოწვეული, რაც აისახება ეკონომიკურ ზრდაში. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებელი, რაც 35%-ზე მაღალია და ასევე ტურიზმის მაჩვენებელი. ის დაგეგმილზე უფრო მეტად არის აღდგენილი. ყველა ეს ფაქტორი ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს და 11.2%-იანი ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ ფაქტორებით არის გამოწვეული. შესაბამისად, თქვენს კითხვაზე <არის თუ არა ეკონომიკის გადახურების რისკები?> ასეთი ნიშნები არ შეინიშნება, რადგან ეს მიმართულებები რაც ჩამოვთვალე, იმ ეკონომიკურ ზრდას განსაზღვრავს, რაც საქართველოში გვაქვს”, - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
არის თუ არა ეკონომიკაში გადახურების რისკები? - კობა გვენეტაძის პასუხი
ვფიქრობ, ეკონომიკის გადახურების რისკებზე საუბარი არარელევანტურია - ირაკლი კოვზანაძე
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი