„ეკონომიკის გადახურების რისკებს ვერ ვხედავ“ - ეს განცხადება კომპანია „არქის“ დაფუძნებელმა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, არსებობს სტატისტიკა, რამდენად იზრდება ნომინალში ეკონომიკა და რამდენად იზრდება სესხები.
„ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკა დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი, ხოლო სესხები 18%-ით. შესაბამისად პროპორცია არ გაზრდილა“, - აღნიშნა წულაიამ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა ამან შეიძლება ეკონომიკაც შეაფერხოს. „არქის“ დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ სებ-ის მიერ ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნის ზრდა სწორი არ იქნება.
„ეროვნული ბანკი საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს, ეს ერთის მხრივ დაზღვევის ფუნქციას ასრულებს ბიზნესისთვის, თუმცა ეს ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორიც შეიძლება იყოს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ბანკებისთვის სარეზერვო პროცენტის გაზრდაზე, რაც უცხოურ ვალუტაში სესხების ზრდას გამოიწვევს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი ეს ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ იქნება მიღებული. ბიზნესი არ ეთანხმება მას ამაში და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ბუნებრივად მოხდება, როცა FED-ი ზრდის საპროცენტო განაკვეთს, ეს ბუნებრივად აისახება საპროცენტო განაკვეთზე და ეროვნული ბანკის ბერკეტების გამოყენება საჭირო არ არის“, - განაცხადა წულაიამ.
საქართველოში მოქმედი ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა შესაძლოა გაიზარდოს. ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა.
ამჟამად, მაქსიმალური სარეზერვო განაკვეთი 25%-ია. შალვა მხატრიშვილის თქმით, სებ-ი ამ მაჩვენებლის 30-40%-მდე გაზრდას განიხილავს.
კომერციული ბანკებისთვის 2021 წლიდან სავალუტო სახსრების დარეზერვების ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, სარეზერვო მოთხოვნა 10%-დან 25%-მდეა და თითოეული ბანკისთვის ის ამ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციაზეა დამოკიდებული.
შალვა მხატრიშვილის განცხადებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა ქვეყანაში სავალუტო კრედიტების ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს მიზნად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი