მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის გახსნის შემდგომაც, შესაძლოა 65 წელზე უფროსებს კარანტინი დაუწესდეთ

5e95e45ace4ce
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 20:40
2163
"სოციალური დისტანცია მოგვიწევს დავიცვათ ძალიან დიდი ხანი კიდევ. ჩვენ შეიძლება ეკონომიკა გავხსნათ, კომპანიებს მივცეთ მუშაობის საშუალება, მაგრამ 65 წელს ზემოთ ადამიანები კარანტინში დარჩნენ კიდევ ბევრი თვის განმავლობაში,"- დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მისი თქმით, არსებული კრიზისი შესაძლოა, 1-1,5 წელი გაგრძელდეს, ხოლო საზოგადოება კი სოციალურ დისტანცირებას კი უნდა შეეგუოს. 

„ჩვენ სრულად გვესმის და სრული პასუხისმგებლობით გვაქვს გააზრებული, რომ ეს არ არის ერთდღიანი, ერთთვიანი და ორთვიანი კრიზისი. ეს არის კრიზისი, რომელშიც ჩვენ მოგვიწევს ყოფნა მინიმუმ ერთი წელი, წელიწადნახევარი. ეს არის ვირუსი, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომელთან ერთადაც ცხოვრება, მუშაობა, შრომა და კიდევ ბევრი რაღაცის კეთება მოგვიწევს და ეს არის ის გამოწვევა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.