ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის პრობლემა წელშია გადატეხილი და აღარ იარსებებს.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც ბოლო სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაიზარდა, უკვე მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას.
„ჩვენ ყველანი ვხედავთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობის დადებით შედეგებს. ბოლო გადაწყვეტილებები, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული განაკვეთის გამკაცრების მიმართულებით - ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა ამაღლდეს და ეს პროცესი გაგრძელდება.
გამოწვევას წარმოადგენდა ინფლაცია, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნორმალური, მოსალოდნელი, დაგეგმილი მაჩვენებელი. სამომხმარებლო ფასების ზრდა არის საკმაოდ მტკივნეული. ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ ნეგატიური ტენდენცია გარდაგვეტეხა და ინფლაცია დაგვებრუნებინა მისაღებ დონეზე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად, უკვე მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას. ამ კუთხით ეს პრობლემა არის წელში გადატეხილი და აღარ იარსებებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქსტატის ბოლო ინფორმაციით, ნოემბერში ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლი კი 3%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის