მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი - ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა

5d8cc32790b9a
სალომე მეცხვარიშვილი
26.09.19 17:51
1409
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა შეწყდა. ამის შესახებ მან კომპანია “საქნახშირი ჯი-აი-ჯის” ხელმძღვანელობასთან და მეშახტეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავას თქმით, კომპანიაში პრაქტიკულად დღეიდან ახალი ინვესტორი შედის. ასევე, მისი თქმით, ორშაბათს მეშახტეების სახელფასო დავალიანება იქნება დაფარული.

“დღეიდან ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტებში ჩასვლას და შესწავლას არსებული ვითარების. მზადყოფნა იქნა გამოცხადებული, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება იქნას გასტუმრებული. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადებიც, მათ შორის დაზარალებული ოჯახების წინაშე. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა გეგმა, რომ აღდგეს ქვანახშირის მოპოვება და ეს არის ძალიან დამაიმედებელი, რადგან პრაქტიკულად ერთ წელიწადზე მეტია შახტა გაჩერებულია. დაიწყება მოპოვება და უახლოეს 2 წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოვება”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

გუშინ ტყიბულში 40-მდე მუშა შახტაში ჩავიდა, გამოაცხადა შიმშილობა და “საქნახშირისგან” ხელფასების გაცემას ითხოვდა, რაზეც დამსაქმებელი “ფინანსური კრიზისის” გამო უარს აცხადებდა. ტყიბულში ეკონომიკის მინისტრის დღეს პრემიერის დავალებით ჩავიდა.