მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, Wizzair-თან ჩარტერულ რეისებზე შეთანხმდნენ

5efda4aae7323
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 13:20
971
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს Wizzair-ს ხომალდი პარკინგზე სად ეყოლება - ასე უპასუხა BM.GE-ს კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის ბაზის გაუქმებას შეეხებოდა.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ Wizzair საქართველოში რჩება და მოემსახურება ქართველ მგზავრებს საქართველოში.

„ძალიან კარგად გვესმის, რომ ვიზეარი არის დაბალბიუჯეტური კომპანია. ბევრი ადამიანისთვის, ვისაც ხელი არ მიუწვდება თუნდაც „აირზენას“ სუპერძვირ ბილეთებზე, ეს არის სოციალურად სენსიტიური საკითხი.  მინდა საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო იმაში, რომ Wizzair არსად არ მიდის, Wizzair რჩება საქართველოში და მოემსახურება ქართველ მგზავრებს ისევ ისე ხელმისაწვდომ ფასებში, როგორც ეს იყო.

ტექნიკური საკითხია მას 2 ხომალდი ეყოლება ქუთაისში, თუ ერთი ხომალდი, თუ ეყოლება ბუდაპეშტში და იქიდან მოემსახურება ფრენებს. მაგრამ კიდევ ერთ რამეს გეტყვით, რომ დღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არის ოფიციალურად Wizzair -ის განაცხადი, რომელიც გვაქვს განხილვაში და 10-ზე მეტი მიმართულებით ფრენების აღდგენას ითხოვს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარკინგზე მას ხომალდი სად ეყოლება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

BM.GE-ს კითხაზე, აქვს თუ არა „ვიზეარს“ იმედი, რომ 1 აგვისტოს ფრენები აღდგება, ეკონომიკის მინისტრი ამბობს: „ჩვენ რეგულარული ფრენები აგვისტომდე გადავდეთ, მაგრამ ჩარტერული ფრენები აქტიურად ხორციელდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე „ვიზეართან“ შეიძლება ჩარტერული ფრენების რეჟიმშიც შევთანხმდეთ რაღაცაზე“.