მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი: აშშ-თან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე ვმუშაობთ

5db0203d79015
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 14:10
793
„ამერიკასთან პირდაპირი ფრენების დაწყებაზე ვმუშაობთ,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თურნავა აღნიშნავს, ამერიკა საქართველოს შორის თანამშრომლობით რეალური შედეგები ციფრებში გამოხატული უკვე არის.

„ჩვენ ამერიკასთან ვაჭრობის ლიბერალიზაციასა  და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ; ასევე ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში 300-მდე კომპანია არის აქტიური. ამერიკელები საქართველოში ინვესტიციებს აქტიურად დებენ და ჩვენი მხრიდან მათ სტაბილურ, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ვახვედრებთ.

რეალური შედეგები ციფრებში გამოხატული უკვე გვაქვს. ოპიკის მხრიდან 5 მლნ-ზე მეტი ინვესტიციის პორტფელი არის მხარდაჭერილი  და ისინი ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობენ", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.