მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი ავსტრიის ელჩს პასუხობს: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საუბრისთვის

5e56694b5020c
ინგა მურუსიძე
26.02.20 16:55
1220
"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის და საუბრისთვის“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ მინისტრი გამოეხმაურა ავტრიის ელჩის არად ბენკოს მიერ BMG-ისთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს მიმართ ავსტრიელი ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მსხვილმა ავსტრიულმა კომპანიებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე შემოსვლა ვერ შეძლეს, თუმცა დიპლომატმა არც სექტორები დააკონკრეტა და არც კომპანიები დაასახელა. ელჩმა არც ის დააკონკრეტა, რა იყო ხელის შემშლელი ფაქტორები.

„სწორედ დიპლომატების ფუნქცია არის, რომ თუკი რომელიმე ინვესტორს მათი ქვეყნიდან უჩნდება კითხვა, ან პრობლემა, ჩვენ მზად ვართ, მათთან ვიკონტაქტოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ესა თუ ის პრობლემა გადავწყვიტოთ, თუმცა მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა ჯერადობით გაიზარდა და კვლავ იზრდება. ამაზე საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს და ამას მოწმობს ასევე მზარდი ერთობლივი კომპანიების რიცხვი. საქართველო ნამდვილად წარმოჩინდა, როგორც უცხოური ბიზნესისთვის საუკეთესო პლატფორმა. თუ უამრავი ავსტრიული კომპანია ინტერესდება საქართველოში შემოსვლით, ეს ძალიან სასიამოვნოა და მე მზად ვარ, თუ მსგავსი მაგალითი დაფიქსირდება, განვიხილო მათთან. გამოცდილება გვაქვს დადებითი, მათ შორის ავსტიულ კომპანიებთან“, - განაცხადა თურნავამ.