22.აპრილი .2020 18:20

ეკონომიკის მინისტრი "ფავორიტი სტილის" საწარმოო პროცესს გაეცნო

ეკონომიკის მინისტრი
views 717
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი კომპანია "ფავორიტი სტილის" საწარმოო პროცესს გაეცნენ.

კომპანია საბეჭდი მასალების წარმოებით არის დაკავებული, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტიდან, საწარმომ შეიძინა სპეციალური მანაქანა-დანადგარები, რომლის მეშვეობითაც ბიოსამედიცინო კომბინიზონებს, დამცავ ნიღაბ-ფარებს, დამცავ სათვალეებს და სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს.

გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კომპანიის ახალი წარმოების მიმართულების პროექტის ჯამური ინვესტიცია 180 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე საწარმო თბილისში, სამ ლოკაციაზეა განთავსებული და 800 ადამიანს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა