მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი: ინტერნეტიზაციის პროექტს ძალიან სწრაფად განვაახლებთ

5da81db7b8fd3
ლიკა გურაბანიძე
17.10.19 12:09
1533
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტერნეტიზაციის პროექტს ძალიან სწრაფად განვაახლებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თურნავას განმარტებით, როდესაც პროექტისთვის საჭირო ბიუჯეტი და მოდელი დაზუსტებული იქნება, შემდეგ მთავრობა მისი დაფინანსების წყაროებზე ისაუბრებს.

"ქართუ ფონდს" ინტერნეტიზაციის პროექტზე უარი არასდროს უთქვამს, ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც ხელისუფლებას დახმარება სჭირდება და სადაც კერძო ბიზნესის ინტერესები დაბალია.

როდესაც ეს პროექტი დაიწყო, "ქართუ ფონდმა" საკმაოდ სერიოზული სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა, როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში პროექტი რა მოდელითაც ყალიბდებოდა, გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორში გამოიწვია და ამან გარკვეულწილად პროექტის განვითარება შეაფერხა. ჩვენ ახლა ამ მოდელის განახლებას ვაკეთებთ. მოდელი უნდა იყოს ისეთი, რომ კერძო ბიზნესთან ჩვენ კონკურენციაში არ შევიდეთ. ჩვენ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ, როგორ და რა გზით განვითარდება ეს პროექტი", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის მიერ განცხადების გაკეთებიდან 1 წელიწადში, საქართველოში ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ 2015 წლის 21 ივლისს ა(ა)იპ „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა, რომელსაც დღემდე ნინო ქუბინიძე ხელმძღვანელობს.

მაშინვე გაცხადდა, რომ პროექტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართუ ფონდი“ დააფინანსებდა. თუმცა ახლა ირკვევა, რომ „ქართუ“ ინტერნეტიზაციაში $150 მლნ-ს აღარ დახარჯავს - პროექტი შეჩერებულია. BM.GE-ს საშუალებით , მაყურებელმა უკვე შეიტყო რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა მზად იქნება და ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ გამოაცხადებენ.