მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი: ინვესტორები, პირველ რიგში, ფოთის პორტში ჩადიან

5db013a230257
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 12:53
1065

„ინვესტორები ჩადიან და დაათვალიერებენ არა მხოლოდ ანაკლიას, არამედ ზოგადად, შავი ზღვისპირეთს, ისინი პირველ რიგში, ფოთის პორტში ჩადიან,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დამსწრე დელეგატების მიერ შავი ზღვის პირეთში პორტებით დაინტერესებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თურნავა განმარტავს, ანაკლიის პორტის პროექტი ინვესტორების მხრიდან ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

„იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ლოგისტიკური ობიექტი არის ფოთის პორტი, რომელიც ტრადიციულად ამუშავებს ტვირთებს. ინვესტორებს ინტერესი აქვთ, რომ იქ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა განავითარონ. ასევე, დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფოთის პორტში ახალი პროექტია დაწყებული დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და  ინვესტიციების ჩადების  პერსპექტივები იქაც არის, მაგრამ, რასაკვირველია, ანაკლიის პორტი ჩვენი დერეფნის  ინვესტორებისთვის  ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ეს არის ის პოტენციალი, რომ მათი ჩამოტანილი ტვირთები უკვე ღრაწყლოვან პორტში გადამუშავდეს და მათ აინტერესებთ, სად არის ეს ლოკაცია და როგორი იქნება ის პორტი", - აღნიშნა თურნავამ.