მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი: მართლაც ძალიან მაღალი ფასები აქვს "აირზენას" კომერციულ რეისებზე

5efda0c8a4361
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 13:00
1352
როგორც ჩანს,("ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელმა რომან) ბოკერიამ უკეთ იცის, ვინ ვისთან რას ათანხმებს, არ ვიცი, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა... - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ფრენების შეთანხმების განცხადებას შეეხებოდა.

როგორც მინისტრმა განმარტა, „აირზენას“ მართლაც მაღალი ფასები აქვს და მან პარიზის-თბილისის ფრენაზე ბილეთები შეუთანხმებლად გაყიდა.

„იყო მთელი რიგი რეისები, რომლებიც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგანეტოსთან, მაგრამ მაგალითად პარიზის რეისზე ბილეთები იყო ისეთნაირად გაყიდული, რომ ჩვენ ოფიციალური თანხმობა ამაზე გაცემული არ გვქონდა. ამსტერდამი, ვენა, თელ-ავივი იყო ჩვენთან თანხმობაში.

აი, პარიზი ისე იქნა გასხვისებული ბილეთები, რომ ჩვენთან არ მოხდა შეთანხმება და ის ადამიანები, ვინც საკმაოდ მაღალი ფასი გადაიხადა პარიზი-თბილისის ფრენაში ელოდებიან შესაძლებლობას, რომ ეს რეისი შერულდეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ამ რეისის შესრულება არ დაგვიანდეს.