მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი მზადაა, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ბანკებთან უშუამდგომლოს

5f64ad80c7144
ვიქტორია მღებრიშვილი
18.09.20 17:00
818
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს ქობულეთსა და მესტიაში მიმდინარე აქციების მონაწილეებს. ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას შეეხებოდა. აქციის მონაწილეები საბანკო სესხების დაფარვაში ეკონომიკის მინისტრს დახმარებას სთხოვენ.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის წევრები არაერთხელ შეხვედრიან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს და მათთვის სათანადო დახმარებაც აღმოუჩენიათ.

„ახლაც ჩემი თანამშრომლები კონტაქტზე არიან მესტიის ტურისტულ ობიექტებთან და საჭიროების შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ, შევხვდე და კიდევ ერთხელ გავიარო ყველა მათი პრობლემა და ისევე, როგორც აქამდე თანამშრომლობით ვაგვარებდით ამ პრობლემებს, მათ შორის ბანკებთან შუამდგომლობის კუთხით, მე მზად ვარ დავეხმარო მათ“, - განაცხადა მინისტრმა.