23.ოქტომბერი .2019 15:47

ეკონომიკის მინისტრი "ნენსკრა ჰესზე": ახალი კონტრაქტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

ეკონომიკის მინისტრი
views 437
უკან

„ნენსკრა ჰესი“ – ერთ–ერთი მსხვილი საფუძველი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისა. იქაც მშვიდად მიმდინარეობს პროცესები,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ახლა ახალი კონტრაქტორის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. 

“ამასობაში, ჭუბერში სამუშაოები გრძელდება დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობის თვალსაზრისით – ეს არის ხიდები, გზები და ამ ინფრასტრუქტურის აღდგენა შარშანდელი წყალდიდობის შემდეგ“, – განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ "ნენსკრა ჰესის" პროექტი სვანეთში, ჭუბერში ხორციელდება. მისი დადგმული სიმძლავრე 280 მგვტ–ია, საინვესტიციო ღირებულება კი – $1 მილიარდი. "ნამახვანი ჰესების კასკადი" კი, ცაგერის მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს. პროექტის დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ–ია, ინვესტიცია კი – $750 მილიონი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა