30.სექტემბერი .2019 18:05

ეკონომიკის მინისტრი: "ნამახვანი ჰესის" მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება

views 236
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, "ნამახვანი ჰესის" მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ ნათია თურნავამ გადაცემაში "საქმის კურსი" ახალ საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

"მოლოდინები პოზიტიური უნდა გვქონდეს. მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა არ არის ერთი, ან ორი თვის პროცესი. როგორც წესი, ინვესტორები სანამ შემოვლენ ამ რეგიონში, საქართველოში და ახალ ქვეყანაში, რაღაც პერიოდი ემზადებიან ამისთვის და მოლაპარაკებებისთვის დრო სჭირდებათ.

საკმაოდ დიდი, მსხვილი პროექტები უკვე დავამტკიცეთ, მოვაწერეთ ხელი და ეს პროექტები ინვესტიციის წერას დაიწყებს და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში.

მაგალითად, ენერგეტიკას ვიტყვი, რადგან ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის – მოთხოვნა იზრდება და არის თუ არა პროექტები. მაგალითად მაისში, დავამტკიცეთ "ნამახვანი ჰესის" პროექტი. ეს არის უდიდესი პროექტი, მთლიანობაში 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, 460 მგვტ და აქ გვყავს დიდი თურქული კომპანია "ენკა", რომელიც შემოვიდა, როგორც ინვესტორი ნორვეგიელ პარტნიროებთან ერთად. მშენებლობა დაიწყება წლის ბოლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაისად ენერგეტიკაში, თუნდაც ამ ერთი პროექტის ხარჯზე, ინვესტიციის მოცულობა გაიზრდება", – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა