მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის კომენტარი ფრენების შეჩერებაზე - რა ზარალს ელოდება საქართველო?

5e5575403bdc3
თამთა ჯიჯავაძე
25.02.20 23:25
1282
პირდაპირი ზიანი მხოლოდ ირანის და ჩინეთის მიმართულებიდან, რასაც ტურიზმში ველოდებით, სულ მცირე 30 მილიონი ლარია თვეში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ზარალი მოიმატებს იმის მიხედვით, რამდენ ხანსაც გაგრძელდება არსებული ვითარება.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამას აბსოლუტურად მომზადებული ვხდებით, ჩვენთვის ყველა სხვა ინტერესთან შედარებით უპირატესია მოსახლოების ჯანმრთელობა, ამიტომ წავედით იმ არაპოპულარულ ზომებზე, რაც არის პირდაპირი ფრენების შეზღუდვა და შეჩერება ირანთან, ჩინეთთან... რა თქმა უნდა, ეს ზომები არის დამაზიანებელი ეკონომიკისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ტურიზმი დგება დარტყმის ქვეშ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ფიზიკური პირებისთვის ირანთან საჰაერო საზღვარი ორი დღის წინ ჩაკეტა.