ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ადრე თუ გვიან საქართველოში "ხუდონჰესის" პროექტი უნდა განხორციელდეს, მხოლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედების პირობებში.
ამის შესახებ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონის პროექტი განიხილეს.
მთავრობის გეგმაში არსებულ მსხვილი ელექტროსადგურების პროექტებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებისთვის ქვეყანაში სარეზერვო სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობაზე განმარტება მოუწია.
"სამი დიდი ჰესის პროექტის შესაძლებლობა გვაქვს ქვეყანაში – ეს არის "ნენსკრა ჰესი", "ნამახვანი", ორივე პროექტი დაძრულია, მიმდინარეობს და სხვადასხვა ეტაპზეა მათი მშებებლობა და მესამე – "ხუდონის" პროექტი, რომელიც ჩვენ ადრე თუ გვიან უნდა დავძრათ, ოღონდ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ გავლენა სოციალური და გარემოზე ზეგავლენის კუთხით უნდა იყოს გამორიცხული. აი, ეს სამი პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს სამი ჰესი როცა აშენდება, მზის და ქარის სადგურების მეტი ინტეგრაციაც შეიძლება ქსელში და თავად ეს სამი პროექტი, ენერგეტიკულ სექტორში სიტუაციას შეცვლის", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროსისტემას ქსელში მაქსიმუმ 350 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების და 130 მგვტ – მზის სადგურების ინტეგრირების საშუალება აქვს. ამაზე მეტი სიმძლავრის ქარისა და მზის სადგურების ასაშენებლად კი ქვეყანას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, მაგალითად ჰესების სახით, რომლებიც ენერგიის შედარებით არამდგრადი წყაროსგან (ქარი და მზე) ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, მიწოდებას დროულად აღადგენს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?