მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა

5defb015cf841
ინგა მურუსიძე
10.12.19 18:45
3697
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ირაკლი ნადარეიშვილი დაინიშნა. როგორც ცნობილია, მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნათია თურნავას მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ უწყება დატოვა. 

ნადარეიშვილს მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ეკონომიკის სამინისტროში სხვადასხვა პოზიცია ეკავა; უშუალოდ საკადრო ცვლილებამდე ის სსიპ-ის "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე იყო. 

ახალი მოადგილის საკურატორო არეალს სსიპ "აწარმოე საქართველოში" და ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტო წარმოადგენს.

ირაკლი ნადარეიშვილი პირველად საჯაროდ ახალი სტატუსით EBRD-ის ენერგოეფექტური პროექტების დაჯილდოებაზე წარსდგა, თუმცა საკუთარ ხედვებთან დაკავშირებით, BM.GE-ისთან კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ ისურვა.

სამუშაო გამოცდილება

2019 წლის დეკემბრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
2019 აგვისტო - დეკემბერი - სსიპ აწარმოე საქართველოში დირექტორის მოადგილე
2018 ნოემბერი - დღემდე - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სტრატეგიული ანალიზის ჯგუფის უფროსი
2017 აგვისტო - 2018 დეკემბერი Penton&Gramercy LLC, პარტნიორი/ დირექტორი
2013 ოქტომბერი - 2016 დეკემბერი - Imperial Brands PLC, კორპორაციული დირექტორი კავკასიასა და მოლდოვაში
2011 მაისი - 2013 მარტი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე
2011 მაისი - 2012 აპრილი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დირექტორი
2010 მაისი - 2011 აპრილი - იბერია დეველოპმენტი, დირექტორი
2008 ნოემბერი - 2010 აპრილი - Ernst & Young LLC - კიევის ოფისი, მთავარი კონსულტანტი - ბიზნესის კონსულტირების დეპარტამენტი
2005 მაისი - 2007 აგვისტო - IBG - სადაზღვევო საბროკერო კომპანია, დამფუძნებელი/დირექტორი
2004 აგვისტო - 2005 მაისი - სადაზღვევო კომპანია ალდაგი, აღმასრულებელი დირექტორი - გაყიდვების დეპარტამენტი
2002 თებერვალი - 2004 აგვისტო - სადაზღვევო კომპანია ალდაგი, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტი
1998 სექტემბერი - 2002 თებერვალი - სადაზღვევო კომპანია ალდაგი, სხვადასხვა პოზოციები, მათ შორის - ავტო დაზღვევის, კომერციული რისკების, საბანკო დაზღვევის, სამედიცინო დაზღვევის და ტვირთების დაზღვევის მენეჯერი


განათლება

2007 - 2008 Oxford Brookes University (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი - საერთაშორისო უძრავი ქონება
დისერტაცია - “REITS-ის დანერგვის მიზანშეწონილობა განვითარებად ბაზრებზე - საქართველო და უკრაინა

1993 – 1998 თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები

პროფესიული წევრობა - დიდი ბრიტანეთის შემფასებელთა სამეფო საზოგადოების - Royal Institution of Chartered Surveyors წევრი.


ენები

ინგლისური, რუსული


ცნობისთვის, ამჟამად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას 6 მოადგილე ჰყავს.