მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის 3 მიღწევა - მარიამ ქვრივიშვილი მიზნებსა და შედეგებზე

6152cde46bdff
ვიქტორია მღებრიშვილი
28.09.21 20:30
909
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „საქმიანი დილის“ რუბრიკაში „საუბრები ავიაციაზე“ მინისტრის მოადგილის პოსტზე 4-თვიანი მუშაობა შეაფასა და სამი ძირითადი მიმართულება გამოყო, სადაც მისი შეფასებით, ეკონომიკას ტურიზმის მიმართულებით პანდემიის პერიოდში აღდგენის კუთხით მიღწევები აქვს.

„მიღწევების მხრივ სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფდი. პირველივე დღიდან ვამბობდი, რომ ავიაციის ინდუსტრიის სწრაფი აღდგენა ჩვენი პირველი ამოცანაა, რა თქმა უნდა ვსაუბრობთ, 2019 წელთან შედარებით, რომელიც ტურიზმში, ისევე როგორც ავიაციის სექტორში პიკური მონაცემებით გამოირჩეოდა. „ევროკონტროლმა“ საქართველო აგვისტოში წევრ ქვეყნებს შორის მეორე ადგილას დაასახელა, როგორც მსოფლიოში ავიაციის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე აღდგენადი ქვეყანა.

მეორე საკითხი - ახალი ავიაკომპანიები და ავიამიმართულებებია. ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ეს გვქონდა დასახული. რა თქმა უნდა, კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე ეს ურთულესი ამოცანაა, როდესაც კომპანია ქვეყანაში არ ოპერირებს არწმუნებ, რომ ახალი მიმართულება გახსნას. დღეს ამაყი ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძელით და ჩვენს ბაზარზე ოთხი ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორისაა Eurowings-ი დუსელდორფის მიმართულებით, Bee Airlines, ყაზახური ავიაკომპანია - Fly Aristan, და Air Arabia Abu-Dabi.

მესამე - ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია და პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ამაზე კერძო და საჯარო სექტორი ვთანხმდებით. მოხარული ვარ, რომ აზიის განვითარების ბანკი ამ პროექტში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.