მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრისთვის გამარჯვებაა, იყოს ისეთი ქვეყნის მინისტრი, სადაც რეფორმები გუგუნებს - თურნავა

60d0309922050
ინგა მურუსიძე
21.06.21 19:30
576
რა არის გამარჯვება ეკონომიკის მინისტრისთვის? - იყოს ისეთი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, სადაც რეფორმები გუგუნებს, - აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ BMG-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანის და მათ შორის ეკონომიკის მინისტრის გამარჯვება სამომავლოდ სიღარიბის დაძლევა იქნება.

„გამარჯვება არ არის დამდგარი ფაქტი, ეს არის პროცესი. ჩვენ ისეთ რთულ საქმეებს ვართ შეჭიდებული, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რომ ყოველდღიური გამარჯვება გვჭირდება. პატარ-პატარა გამარჯვებებით დგება დიდი გამარჯვებები. რა არის გამარჯვება ეკონომიკის მინისტრისთვის? იყოს ისეთი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, დამოუკიდებელი, რეფორმები გუგუნებს და ადამიანები არიან კმაყოფილი, ხოლო სიღარიბე დაძლეულია.

საბოლოო გამარჯვება იქნება ეს, როცა სიღარიბე დაძლეულია, ხოლო ეს აუცილებლად მოხდება, უახლოესი ათწლეულების მანძილზე, როცა ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდებით. ეს იქნება სტრატეგიული გამარჯვება, მაგრამ მას წინ უძღვის პატარ-პატარა გამარჯვებები, თითოეული რეფორმის თითოეულ ნაბიჯზე, გამარჯვება ძველ მითებსა და არასწორ წარმოდგენებზე, მენტალური ცვლილება და ა.შ.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.