მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციები უმუშევრობის შემცირებაზე მომდევნო თვეებში აისახება“

611fb8a7adff2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 18:27
1068
„2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება“, - ასე განმარტავს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საქათველოში მეორე კვარტალში უმუშევრობის გაზრდილი მაჩვენებელს.

მისი თქმით, ის პირები, რომლებმაც შარშან დაკარგეს სამსახური, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ. „ეს გარემოება, დიდწილად ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების ფონზე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალური პრობლემაა და შესაბამისად, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

„ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3%-დან 51.4%-მდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეს ცალსახად უკავშირდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის უპრეცენდენტოდ მაღალ - 30%-იან ზრდას და იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებსაც სახელმწიფო აქტიურად ახორცილებს. მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით.