მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის რომელ სექტორებს დაარტყამს ყველაზე მეტად პანდემია საქართველოში? - IMF-ის პროგნოზი

5e9c372940a87
ელენე კვანჭილაშვილი
19.04.20 15:31
3053
დარტყმა განსაკუთრებით ძლიერი იქნება ტურიზმის, საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტის სექტორებში,- ამის შესახებ “საერთაშორისო სავალუტო ფონდის”(IMF) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი აცხადებს “ანალიტიკასთან” ინტერვიუში, სადაც ის COVID 19-ის გავლენის შესახებ საუბრობს საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკებზე.

“გლობალური ეკონომიკის ტრენდს გვერდს ვერ აუვლის ვერც საქართველო. დარტყმა განსაკუთრებით ძლიერი იქნება ტურიზმის, საცალო ვაჭრობის, ტრანსპორტის სექტორებში - ეს კი ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორებია.

დასაქმებულთა დიდი ნაწილი ან დასაქმებულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში ან თვითდასაქმებულია. ეს ადამიანები შოკების მიმართ განსაკუთრებით ღია არიან.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი ყველა ტიპის ქვეყანას ეხება -იქნება ეს ღარიბი, განვითარებული თუ განვითარებადი - გავლენა ცხადია უფრო მტკივნეულად იგრძნობა ღარიბი და განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დარტყმა მოდის ძალიან მნიშვნელოვან არხებზე - კაპიტალის შემოდინება მცირდება;

სასაქონლო ფასები მცირდება; გადარიცხვებზე მოდის დიდი დარტყმა - ანუ რამდენიმე შოკი ერთდროულად მოქმედებს. გავლენა ამ თვალსაზრისით, ცხადია, მძიმე იქნება.

ჩვენი ვარაუდით, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მესამე და მეოთხე კვარტალზე მიყენებული დარტყმის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა ნელა, მაგრამ მაინც გამოცოცხლებას დაიწყებს”,- აცხადებს სელიმ ჩაკირი.