20.მარტი .2023 23:54

ეკონომიკის რომელ სექტორებში რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო უცხოური ინვესტიციები?

ეკონომიკის რომელ სექტორებში რომელი ქვეყნებიდან ჩაიდო უცხოური ინვესტიციები?
views 749
უკან

2022 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს FDI-იმ $2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 61%-ით მეტია. ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების ეს მოცულობა 2017 წლის შემდეგ მაქსიმალურია.

კონკრეტული სფეროების მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილზე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებია, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ის არის, რომ ქვეყნის ყველა ძირითადი კომერციული ბანკი უცხოური აქციონერების საკუთრებას წარმოადგენს, ქვეყნის ორი უმსხვილესი საფინანსო ჯგუფი კი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. მეორე ადგილს სექტორებს შორის უძრავი ქონება, მესამეს კი წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა წარმოადგენს.

BM.GE-მ საქსტატიდან სექტორების მიხედვით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების ცნობით, რიგი ქვეყნებიდან გამოთხოვილი ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და გაცემას არ ექვემდებარება. ამ მხრივ ყველაზე მეტად დახურულია წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის დარგი, სადაც გასულ წელს ჯამში 197 მილიონ 030 ათასი დოლარის ინვესტიცია ისრაელიდან, ყაზახეთიდან, მარშალის კუნძულებიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან, ესპანეთიდან ჩაიდო, თუმცა რა თანხები შემოვიდა სექტორში თითოეული ქვეყნიდან კონფიდენციალურია.

სექტორების მიხედვით:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში გასულ წელს 526.4 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. აქედან ყველაზე მეტი ინვესტიცია 433.5 მლნ დოლარი გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნებიდან ჩადებული ინვესტიციების მოცულობები კონფიდენციალურია, საქსტატის მიერ BM.GE-სთვის გადმოგზავნილი ინფორმაციით, ამ სექტორში 29 მილიონ 175 ათასი დოლარის თანხა ნიდერლანდებიდან ჩაიდო; გერმანიიდან შემოსული ინვესტიციის მოცულობა კი 8 მილიონ 284 ათასი დოლარი იყო; FDI-ს შემოდინება ამ სექტორში სხვა ქვეყნებიდანაც ფიქსირდება, მათ შორის აზერბაიჯანიდან (8.1 მლნ დოლარი), ისრაელიდან (7.5 მლნ დოლარი), ლატვიიდან (4 მლნ დოლარი), თურქეთიდან (3.5 მლნ დოლარი), აშშ-დან (1.8 მლნ დოლარი), ასევე ავსტრიიდან, სომხეთიდან, ბელგიიდა, ბელიზიდან, ვირჯინის კუნძულებიდან, ესტონეთიდან, ჩინეთიდან, ბულგარეთიდა, კაიმანის კუნძულებიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, ჰონ-კონგიდან და სხვა.

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნიდან კონკრეტულად ამ სექტორში ჩაიდო ინვესტიციები, ესენია: ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში; შპს ინტერ კონსალტინგ +; Triple Jump B.V-ის წარმომადგენლობა საქართველოში; შპს მოგო; შპს ივერია ინვესტი; სს ბიჯეო ჯგუფი; ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ, საქართველოს ფილიალი; შპს ქლეარდ სისტემს; შპს საქართველოს უძრავი ქონების ჰოლდინგი.

უძრავი ქონებაში გასულ წელს ჩადებული ინვესტიციების მოცულობა 406.9 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ დარგში ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი 165.9 მლნ დოლარი ესპანეთიდან ჩაიდო; უძრავი ქონების სექტორში 69 მილიონ 332 ათასი დოლარის ინვესტიცია რუსეთიდან შემოვიდა; გასულ წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებით თურქეთი გამოირჩეოდა 43 მილიონ 833 ათასი დოლარით; აშშ-დან განხორციელებული FDI-ს მოცულობამ კი 28 მილიონ 501 ათასი დოლარი შეადგინა; ამ სექტორში 17 მილიონ 528 ათასი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა ასევე ისრაელიდან; მცირე მოცულობებით ინვესტიციების შემოდინება ამ სექტორში სხვა ქვეყნებიდანაც ფიქსირდება;

უძრავი ქონების დარგში კომპანიების ჩამონათვალი, სადაც FDI ჩაიდო, ასეთია: შპს პიქსელ ინვესტ გრუპ; შპს რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი; შპს ფინსერვისი-XXI; შპს ახალი კაპიტალი; სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ; შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია; შპს მპ დეველოპმენტი; შპს რივერსაიდ ინვესტი; შპს ალაბვაზ რეალ ესთეით კომპანი; სს მეტრო სითი თრეიდ ცენტრ ბათუმი.

ხელოვნებაში, გართობასა და დასვენებაში გასულ წელს სხვადასხვა ქვეყნიდან 173 მილიონ 094 ათასი დოლარი ჩაიდო; საქსტატიდან მოწოდებული ხელმისაწვდომი ინფორმაციით, მალტადან 27.5 მლნ დოლარი შემოვიდა; თურქეთიდან შემოსული ინვესტიციის მოცულობა 25.9 მლნ დოლარი იყო; 14.2 მლნ დოლარი კვიპროსიდან შემოვიდა; 3.2 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი ამ კუთხით რუსეთიდანაც შემოვიდა; მცირე მოცულობებით ინვესტიციების შემოდინება სხვა ქვეყნებიდანაც ფიქსირდება;

ხელოვნებაში, გართობასა და დასვენებაში გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციები ყველზე დიდი მოცულობა შემდეგ 10 კომპანიაში ჩაიდო: შპს საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი; შპს სანშაინ; შპს სითი ლოფთი; შპს მარლო; შპს ფიტპასს ჯორჯია; შპს მშვიდობა; შპს ოქროს ლომი; შპს ალიუდ იუნიტას ჯორჯია; შპს პრინცესს ბათუმი.

ენერგეტიკაში გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 149 მილიონ 133 ათას დოლარს შეადგენდა; ამ შემთხვევაში დარგში და ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციით ჩეხეთი 77 მლნ დოლარით ლიდერობს; ნიდერლანდები 61 მლნ 580 ათასი დოლარით; მცირე მოცულობებით ინვესტიციების შემოდინება ამ სექტორში ავსტრიიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან, ბულგარეთიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.

ამ დარგში 10 კომპანიის ჩამონათვალი, რომელშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ასეთია: სს თელასი; შპს თბილისი ენერჯი; სს ენერგო - პრო ჯორჯია; სს საქორგგაზი; სს ხრამჰესი II; სს დარიალი ენერჯი; შპს სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VIII; შპს ლუქს ენერჯი ტრეიდინგ; სს ეპ ჯორჯია მიწოდება; შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა