28.თებერვალი .2020 11:22

ეკონომიკის რომელ სექტორებში შეინიშნებოდა კლება 2020 წლის იანვარში

views 426
უკან

2020 წლის იანვარში საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის კლება შეინიშნებოდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 
დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. 

"2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, დამამუშავებელი მრეწველობა. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქსტატის ცნობით, გასული თვის განმავლობაში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 14.6%-ით მეტი იყო. 

საქსტატის ცნობით, მშპ-ის ზრდაზე დადებითი გავლენა მოახდინა ექსპორტის 10%-იანმა ზრდამაც.

უფრო ზუსტად თუ რა სექტორში რა მოცულობის ეკონომიკური ზრდა იყო, 2020 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის ანგარიშის გამოქვეყნებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა