მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის რომელ სექტორებშია ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი - რეიტინგი

633565fddb307
BM.GE
29.09.22 14:43
1001
საქსტატის თანახმად, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 18 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1% შეადგინა.

ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე მაღალი - 75.9%-იანი ზრდა ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა, რაც საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობის ზრდას და დენის ექსპორტის 400%-ით მატებას უკავშირდებოდა. ამ დრომდე საქართველომ 74 მილიონი დოლარის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

28%-იანი ზრდაა კომუნიკაციების სექტორში, ტრანსპორტში 18%-იანი ზრდა, საფინანსოში კი 7%-იანი მატება. 3%-იანი კლებაა მშენებლობის დარგში, ასევე უძრავი ქონების სექტორშიც შემცირება ფიქსირდება.

ყველაზე მეტად, 12.7%-ით შემცირებულია ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიების შემოსავლები.

ეკონომიკის სექტორები 2022 წლის მეორე კვარტალში არსებული ზრდის მიხედვით;

● ენერგეტიკა - 75.9%
● სხვა მომსახურება - 32.3%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 27.7%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 24.4%
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 18.6%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 12.6%
● განათლება - 12.0%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის - 11.0%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 10.9%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 10.7%
● ტურიზმი - 9.2%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 6.7%
● მშპ საბაზისო ფასებში - 6.0%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 4.8%
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 3.0%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2.1%
● დამამუშავებელი მრეწველობა - მინუს 1.6%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - მინუს 2.7%
● მშენებლობა - მინუს 3.2%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - მინუს 9.2%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - მინუს12.7%