უამრავი ხარჯია საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელთა შეკვეცაც შეიძლება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ Forbes Talks-ში განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო გასაუქმებელია, ვინაიდან მისი მოსაზრებით, ყველაზე დიდი ფული, რაც თითქოს ეკონომიკის განვითარებას ხმარდება, სინამდვილეში ეკონომიკის შეფერხებას ხმარდება.
ჯაფარიძემ სხვა სამინისტროების მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზეც გაამახვილა ყურადღება:
„სოფლის განვითარებაზე რა ფულიც იხარჯება, სინამდვილეში ეგ არის მუდმივი სტიმულირება და მოტყუება საწყალი ადამიანების რომ დარჩი მანდ და თოხი ურტყი მიწას და ჩვენ გიშველით, სინამდვილეში ვერც ვერავინ ვერ შველის და მილიარდობით იხარჯება ამაში...
ყურძნის სუბსიდირება ნიშნავს იმას, რომ კახელი მევენახეების ხმები უნდა წამოიღონ... პოლიტიკური მხარდაჭერის ყიდვა არის ყველა ეს ფული. ეკონომიკის განვითარებაში რა ფულიც იხარჯება, ეგ არის ფული, რომელიც მიდის ქართულ ბიზნესში. დიდი ნაწილი აქედან ბიზნესი არ არის, ვინაიდან როგორც კი შეუწყვეტ დაფინანსებას, გაჩერდებიან, მაგრამ ესენი არიან რაღაც კომპანიები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ფულს, იგებენ ტენდერებს და შემდეგ ამ ფულის რაღაც ნაწილს აბრუნებენ ისევ პარტიაში, დღევანდელი მდგომარეობით „ქართულ ოცნებაში“, თუმცა, მანამდე სხვა სახელისუფლებო პარტიებში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ყველა ეს ხარჯები მოსახლეობას აღარიბებს და მისი ხარჯვის ერთადერთი დანიშნულება არის პოლიტიკური მიზანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის