30.მარტი.2016 22:18
ბიზნესი

ეკონომიკის სამინისტრო მცხეთაში მდებარე მუზეუმის გასხვისებაზე განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო მცხეთაში მდებარე მუზეუმის გასხვისებაზე განცხადებას ავრცელებს
2015 წლის 15 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურ პირს დავით ისახანაშვილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა ქ.მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე 2653.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სანაცვლოდ ინვესტორმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან“ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 10350 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ააშენოს არანაკლებ ორსართულიანი, 867 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი მუზეუმის მოსაწყობად, გარემონტებულ მდგომარეობაში, უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, მეორეს მხრივ კი ცალსახად აუმჯობესებს ეროვნული მუზეუმის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს.

ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე27-ში მდებარე მუზეუმი არშეესაბამებოდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, რაც საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს და კვლევით მასალებს. ახალი შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიით და საგანმანათლებლო სივრცით.

დაბეჯითებით აღვნიშნავთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მოთხოვნები სრულად გათვალისწინებული და ასახულია ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში.

ასევე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუზეუმის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მუშაობას გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების ახალ მუზეუმში, უკეთეს სამუშაო პირობებში“, - განმარტავენ სამინისტროში.

19.აპრილი.2019 20:00
259

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
374

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1019

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
415

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1121

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
273

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად