მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო: ქართულ პორტებში კონტეინერების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა

5e1ee6db0d5ea
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 14:30
1465
2019 წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში კონტეინერების რაოდენობა მკვეთრად - 41.7%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა პორტებმა 584,879 კონტეინერი (TEU ერთეული) მიიღეს, მათგან ყველაზე მაღალი ზრდა ფოთის პორტში ფიქსირდება. 

2019 წლის 11 თვის განმავლობაში საკონტეინერო ტვირთბრუნვის შედეგები:

ფოთის პორტი - 485,410 კონტეინერი, ზრდა წინა წელთან 46.8%;
ბათუმის პორტი - 99,469 კონტეინერი, ზრდა წინა წელთან 21.3%.

რაც შეეხება პორტების მთლიან ტვირთბრუნვას, 2019 წლის 11 თვის შედეგებით, მისი მოცულობა 15.8 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 15%-ით მეტია, აქაც ზრდა ყველაზე მაღალი ფოთის პორტშია. 

ფოთის პორტი - 7.9 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 36.2%;
ბათუმის საზღვაო ნავსადგური - 2.9 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 15%;
სუფსის საზღვაო ტერმინალი - 3.5 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 3%;
ყულევის საზღვაო ტერმინალი - 1.5 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 15%.

შედარებისთვის, ტვირთბრუნვის აღნიშნული მაჩვენებელი, მართალია, 2018 წელს გადაზიდული ტვირთების მოცულობას აღემატება, თუმცა ის მაინც ჩამორჩება 2016 და 2017 წლებში არსებულ ტვირთბრუნვას.