13.იანვარი.2016 17:59
ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტრო: საპრივატიზებო გეგმა 102 პროცენტით შესრულდა

ეკონომიკის სამინისტრო: საპრივატიზებო გეგმა 102 პროცენტით შესრულდა
2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული იყო 280 მლნ. ლარის მობილიზება, ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა კი 285,311,504 ლარს შეადგენს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2015 წელს პრივატიზებულია 184 272 599 მლნ. ლარის ქონება, საიდანაც ბიუჯეტში ჩარიცხულია 105 947 000 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიმდინარე და მომდევნო წლებში ჩაირიცხება.
 
„2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 685 აუქციონი გამოაცხადა. პრივატიზაციის პროცესი გაგრძელდება მომავალშიც.

2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47 850 800 მლნ აშშ დოლარზე მეტს და 33 963 000 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72 760 000 აშშ დოლარის და 37 000 000 ლარის ინვესტიცია“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

19.მაისი.2019 14:21
9

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

ვრცლად
19.მაისი.2019 13:30
66

ბიომეწარმეების ხმა პრემიერს - რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?

ვრცლად
19.მაისი.2019 11:51
172

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

ვრცლად
19.მაისი.2019 11:10
399

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

ვრცლად
19.მაისი.2019 10:30
92

დღეს, საქართველოს IMF-ის მმართველი დირექტორი ეწვევა

ვრცლად
19.მაისი.2019 00:03
359

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

ვრცლად