22.მაისი .2020 13:14

ეკონომიკის სამინისტრომ "ხუდონჰესზე" ხელშეკრულების მოშლისთვის იურისტები დაიქირავა

views 848
უკან

€118,000 არის თანხა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს "ხუდონის" ელექტროსადგურის პროექტზე, კომპანია Trans Electrica BVI-სთან არსებული ხელშეკრულების პოტენციური მოშლის პირობების მოსამზადებლად გადაიხდის.

შეთანხმების მოშლის შემთხვევაში, პროექტის განხორციელებას Trans Electrica ოფიციალურად ჩამოსცილდება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეკონომიკის სამინისტროს Hogan Lovells-თან ამ ხელშეკრულების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მთავრობის მიერ 2020 წლის 27 თებერვალს მიღებული განკარგულების საფუძველზე მიეცა.

Trans Electrica BVI-სა დ Trans Electrica Georgia-სთან სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 2015 წელს განახლებული მემორანდუმის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსადგურის აშენების შემდეგ იღებდა ვალდებულებას, რომ აშენებიდან 15 წლის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ტარიფად შეეძინა გამომუშავებული ელექტროენერგია. კერძოდ, PPA ხელშეკრულებაში ჩაიდო, რომ პირველი 8 წლის განმავლობაში "ხუდონის" გამომუშავებული ელექტროენერგიის გარანტირებული ტარიფი კილოვატზე 10.5 აშშ ცენტი იქნებოდა.

"ხუდონჰესი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს.

ხელშეკრულება საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-თან: